გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან ორსკში მიმავალი თვითმფრინავი პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.