გიორგი ხოჯევანიშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც დღევანდელ საზოგადოებას ადარდებს, არის რადიკალიზაცია, ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება
გიორგი ხოჯევანიშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც დღევანდელ საზოგადოებას ადარდებს, არის რადიკალიზაცია, ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც ჩვენ დღევანდელ საზოგადოებას ადარდებს, არის ეს რადიკალიზაცია, რომლის წინაშეც დღევანდელი საზოგადოება დგას და ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება, – ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, ის მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და განხეთქილებას საზოგადოებაში.

„პრობლემები, შეცდომები იყო ამ შეცდომებს ჩვენ ვიზიარებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც ჩვენ დღევანდელ საზოგადოებას ადარდებს, არის ეს რადიკალიზაცია, რომლის წინაშეც დღევანდელი საზოგადოება დგას და ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება. ამიტომ არის ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი, ამიტომ არის სწორი ხალხთან დაახლოებული პოლიტიკის გატარება და ამ პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური გუნდი, რომელიც ახლა ყალიბდება, ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას იქნება ეს თვითმმართველობის, თუ სხვა არჩევნები.

„არსებული პროცესები ჩვენ გვაძლევს იმ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და ამ დიდი განხეთქილებას საზოგადოებაში. წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა, დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.