ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა
ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა

საქართველოს პარლამენტის ექვსი წევრი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.

ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე. ისინი საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.