გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში პირველად გაიტანა
გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში პირველად გაიტანა

გიორგი ხარაიშვილმა ახალ კლუბში პირველი გოლი გაიტანა. შვედური „გეტებორგის“ 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ეს “ბრომაპოიაკარნასთან” ამხანაგურ შევხვედრაში მოახერხა.

შეხვედრა “გეტებორგმა” 3:0 მოიგო, ხარაიშვილი კი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„საქართველოში გოლეადორული თვისებით ცნობილმა გიორგი ხარაიშვილმა დღეს კარგად აჩვენა, თავის ქვეყანაში სახელი რა თვისებების ხარჯზე დაიმკვიდრა“ – წერს „გეტებორგის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

„გეტებორგის“ მთავარი მწვრთნელის, პოია აგსბაგის განცხადებით, ხარაიშვილი ჭკვიანი მოთამაშეა.

„გიორგი ჭკვიანი მოთამაშეა და მოედანზე „აფეთქება“ ეხერხება. კარგი დრიბლიგი გააჩნია და მარჯვენა ფეხით ჩინებულად არტყამს. მისი თამაშიდან სიამოვნების მიღება შეიძლება“, – აცხადებს პოია აგსბაგი.

უახლოეს დღეებში, ხარაიშვილი საქართველოში დაბრუნდება და ახალგაზრდული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მოემზადება. საქართველო ფარერის კუნძულებს 23 მარტს უმასპინძლებს, ხოლო დანიას – 27 მარტს.

ქართველმა ნახევარმცველმა “გეტებორგში” სადებიუტო მატჩი 11 მარტს შვედეთის თასზე ჩაატარა, სადაც მისი გუნდი “მალმიოსთან” 0:1 დამარცხდა.

დატოვე კომენტარი