გიორგი ხახუბია - მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, ეს მაძლევს საშუალებას, უკეთ ვიმუშაო მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამოკვეთილ გამოწვევებზე
გიორგი ხახუბია - მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, ეს მაძლევს საშუალებას, უკეთ ვიმუშაო მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამოკვეთილ გამოწვევებზე

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი ხახუბიას განცხადებით, არჩევნებში გამარჯვება და ამომრჩეველთა ნდობა აძლევს მოტივაციას, რომ უკეთ იმუშაოს იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა.

გიორგი ხახუბიამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არჩევნებში მხარი დაუჭირა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა. ეს არის ძირითადი მოტივაცია, რომელიც იმედს და საშუალებას მაძლევს, უკეთ ვიმუშაო იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა. არჩევნები ფოთში, ხობსა და სენაკში მიდიოდა მშვიდად. ადგილი არ ჰქონდა რაიმე გადაცდომას. ასევე მინდა, მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ კანდიდატს არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა გიორგი ხახუბიამ.

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, გიორგი ხახუბიამ მიიღო 24 646 ხმა, რაც ამომრჩეველთა 95,32 პროცენტია.