გიორგი კეკელიძე - ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ ბევრ გამოწვევას იგულისხმებს, იმედია, ქვეყანა ამას წარმატებით დაძლევს
გიორგი კეკელიძე - ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ ბევრ გამოწვევას იგულისხმებს, იმედია, ქვეყანა ამას წარმატებით დაძლევს

ქვეყნის მომავალი განათლებას უნდა ეფუძნებოდეს, შესაბამისად ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ძირითადი აქცენტი სასკოლო განათლებაზე უნდა კეთდებოდეს და ამ მხრივ ინიციატივა მისასალმებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, უბრალო მიზეზის გამო, რომ ქვეყნის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს განათლებას. ცხადია, ეს პროგრამა ბევრ გამოწვევას იგულისხმებს, დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ქვეყანა წარმატებით დაძლევს. ჩემი აზრით, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სასკოლო განათლებაზე, რომელიც სხვა დანარჩენის ბაზაა. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.

დატოვე კომენტარი