გიორგი კანდელაკი - რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოლოდინი არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვანია წნეხის გაძლიერება
გიორგი კანდელაკი - რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოლოდინი არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვანია წნეხის გაძლიერება

რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოლოდინი არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვანია ამ წნეხის გაძლიერება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

„არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში – ევროკავშირის მიერ ეკონომიკური სანქციების გადახედვაზე საუბარი არც არის, პირიქით, საუბარია გაძლიერებაზეა. მაგრამ ევროსაბჭოში, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე ევროკავშირი, წნეხი გაძლიერდება. არის არაფორმალური ჯგუფი ქვეყნებისა ბალტია და პლუს ამ ქვეყნებში შედის საქართველოც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ამ ჯგუფის ნაწილი. ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და საქართველო და აქტიურად ვიყოთ ჩაბმული ამ ჯგუფის კოორდინირებულ მოქმედებაში, რათა მივაღწიოთ წარმატებას. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ეს ჯგუფი, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ საერთო ფრონტის ნაწილი“,- აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.