გიორგი კახიანი - წარმოუდგენელია ერთიან სიაზე მათი შეჯერება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად დამარცხდება
გიორგი კახიანი - წარმოუდგენელია ერთიან სიაზე მათი შეჯერება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად დამარცხდება

ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია ერთიანი სიით წარდგება, მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატზე შეჯერდება თუ ასე შემდეგ. ორივე შემთხვევაში ამ არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა განაცხადა.

დეპუტატმა ოპოზიციური პარტების მიმართ მიხეილ სააკაშვილის იმ მოწოდებაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც ერთიანი საარჩევნო სიის შექმნას გულისხმობს.

„რაც შეეხება ერთიანი საარჩევნო სიის საკითხს, მოგეხსენებათ, ადრე საუბრობდნენ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე, ამასაც ბოლომდე ვერ ახერხებენ, რადგან ერთმანეთში აქვთ გაურკვევლობა.

წარმოუდგენლად მიმაჩნია ერთიან სიაზე მათი შეჯერება, მაგრამ ვიმეორებ, არ აქვს ამას ჩვენთვის მნიშვნელობა. აუცილებლად დამარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი გუნდი გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს.

დატოვე კომენტარი