გიორგი კახიანი - საოკუპაციო ზოლთან ჩასვლის მორალური უფლება თუ ვინმეს არ აქვს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“
გიორგი კახიანი - საოკუპაციო ზოლთან ჩასვლის მორალური უფლება თუ ვინმეს არ აქვს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“

საოკუპაციო ზოლთან ჩასვლის მორალური უფლება თუ ვინმეს არ აქვს ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ის გუნდი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამაც ჩვენ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, რაც გუშინ სოფელ ატოცში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებამა გააკეთეს სამარცხვინოა.

„ეს იყო სამარცხვინო საქციელი, რომელიც ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მხრიდან. სამწუხაროა, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ლაიტმოტივი გასდევს მათ ქმედებებს. თუმცა ამით ისინი სალომე ზურაბიშვილს ვერაფერს ავნებენ, მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ. თუ საოკუპაციო ზოლთან ჩასვლის მორალური უფლება ვინმეს არ აქვს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის გუნდი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამაც მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ”, – განაცხადა კახიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა სოფელ ატოცში მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.