„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა [ვიდეო]

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა სოფელ ატოცში მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს „უნამუსო ჩათლაშკა“ უწოდა.

ვიდეომასალა ლანა ღვინჯილიამ საკუთარ გვერდზეც გაავრცელა.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში  ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.