გიორგი კახიანი - რადიკალური ფრთა თავიანთ რიგებში მოიკითხონ, უმრავლესობაში მსგავსი რამ არ არსებობს
გიორგი კახიანი - რადიკალური ფრთა თავიანთ რიგებში მოიკითხონ, უმრავლესობაში მსგავსი რამ არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ რადიკალური ფრთა ოპოზიციაშია. მისივე თქმით, სწორედ ეს ნაწილი უშლის დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში შესვლაში ხელს.

აღნიშნული კომენტარით გიორგი კახიანმა შეაფასა „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადება, სადაც ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის რადიკალური ფრთა, რომელიც ქვეყანში პოლიტიკურ შეთანხმებას და მშვიდობას ეწინააღმდეგება.

„რადიკალური ფრთა არის ოპოზიციაში. სწორედ ეს ნაწილი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილს პარლამენტში შემოსვლაში ხელს უშლის. მათ ვურჩევდი, რადიკალური ფრთა თავიანთ რიგებში მოიკითხონ, უმრავლესობაში მსგავსი რამ არ არსებობს. მზად ვარ, ნებისმიერი მოლაპარაკებისა და შეხვედრებისთვის. დესქტრუქციიდან კონსტრუქციულ რელსებზე უნდა გადმოერთონ და ასეთ ვითარებაში უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა. ეს მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის და ქვეყნისთვის. ოპოზიციის როლი ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ არა დესტრუქციული, არამედ კონსტრუქციული“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.