გიორგი კახიანი - გახარიამ ოლიგარქიაზე საუბარი ოპოზიციაში წასვლის შემდეგ დაიწყო, ეს მიუთითებს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე
გიორგი კახიანი - გახარიამ ოლიგარქიაზე საუბარი ოპოზიციაში წასვლის შემდეგ დაიწყო, ეს მიუთითებს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, გიორგი გახარიამ ოლიგარქიის თემაზე საუბარი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ დაიწყო, რაც მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

„გიორგი გახარია როცა პრემიერ-მინისტრი იყო, როდესმე გაგიგიათ, რომ ოლიგარქიაზე საერთოდ რაიმე ეთქვას? როგორც ჩანს, ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციაში წავიდა. ეს მიუთითებს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე“, – აღნიშნა კახიანმა.

გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა: „დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა, ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში“.