გიორგი კახიანი აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა რეგლამენტის სრული დაცვით მოხდა
გიორგი კახიანი აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა რეგლამენტის სრული დაცვით მოხდა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა რეგლამენტის სრული დაცვით მოხდა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციას ნებისმიერი საპარლამენტო კომიტეტიდან მისი წევრის გაწვევის უფლება აქვს.

„კომიტეტიდან პარლამენტის წევრის გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ მას უწყდება ამ კომიტეტის წევრობის უფლებამოსილება და ასევე წევრი ავტომატურად კარგავს იმ თანამდებობასაც, რომელიც კომიტეტში აქვს დაკავებული, ეს ყველაფერი არის რეგლამენტით დარეგულირებული. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ფრაქციის მხრიდან რაიმე დარღვევას. ეს ყველაფერი არის რეგლამენტით დარეგულირებული, ახალს არაფერს ვამბობთ, ფრაქციების მხრიდან ამა თუ იმ კომიტეტის გამოწვევა თუ ახლის შეყვანა ხშირად ხდება. რეგლამენტის მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფრაქციას აქვს ნებისმიერი საპარლამენტო ორგანოდან და მათ შორის კომიტეტიდანაც მისი გაწვევის უფლება“, – განაცხადა კახიანმა.

გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გუშინ გაიწვია.

დატოვე კომენტარი