გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია
გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია

გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომიდან გამოსვლის შემდეგ გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება.

„ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, ამის გაპროტესტებას არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ყველა საკითხზე, მათ შორის კონკრეტულ საკითხზე”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფრაქციის სხდომა „ქართული ოცნების ოფისში მიმდინარეობს. მას პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

დატოვე კომენტარი