გიორგი გუგავა - „ისფედმა“ რა მოჯღაბნა, რა დათვალა და ვერ დათვალა, კალკულატორი გაუფუჭდა თუ ფორმულა ვერ შეადგინა, საერთოდ რა შუაშია არჩევნების შედეგებთან
გიორგი გუგავა - „ისფედმა“ რა მოჯღაბნა, რა დათვალა და ვერ დათვალა, კალკულატორი გაუფუჭდა თუ ფორმულა ვერ შეადგინა, საერთოდ რა შუაშია არჩევნების შედეგებთან

„ისფედმა“ რა მოჯღაბნა, რა დათვალა და ვერ დათვალა, კალკულატორი გაუფუჭდა თუ ფორმულა ვერ შეადგინა, საერთოდ რა შუაშია არჩევნების შედეგებთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც ეს არჩევნები ტოტალურად გააყალბა.

„ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო „ისფედმა“ რა შეცდომა დაუშვა, თუ არ დაუშვა თუ პირდაპირ ხელოვნურად მოახდინა ხელისუფლებამ ზეწოლა ამ ორგანიზაციაზე. არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც ეს არჩევნები ტოტალურად გააყალბა, ხელისუფლებასთან კოორდინაციაში, როდესაც ამ საქმეში ჩარეული იყო უსაფრთხოების სამსახური. იყო ძალადობა, მოსყიდვა, იყო ოქმების გადაკეთება, შედეგების არასწორი გამოცხადება და ა.შ., რამაც გამოიწვია არჩევნების შედეგების გაყალბება. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია, რას დათვლის, გადაინგარიშებს და გადმოიანგარიშებს აქ საერთოდ მეორეხარისხოვანია.

პარტიები თავად იღებენ ოქმებს, თავად ვითვლიდით, თავად ვუყურებდით მათ შორის საზოგადოება, რაც ხდებოდა საარჩევნო უბნებზე, რა ძალადობას, კარუსელებს, მოსყიდვას იყენებდნენ. ეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დააფიქსირეს. აქედან გამომდინარე, მეორეხარისხოვანია „ისფედში“ რა ზეგავლენა მოახდინა ხელისუფლებამ, როგორ შეაცვლევინეს შედეგები, ეს არ განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

„ისფედმა“ რა მოჯღაბნა, რა დათვალა და ვერ დათვალა, კალკულატორი გაუფუჭდა თუ ფორმულა ვერ შეადგინა, ეს საერთოდ რა შუაშია არჩევნების შედეგებთან მიმართებაში“, – განაცხადა გუგავამ.

„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.