გიორგი გოჩოლეიშვილი - ბევრი კარგი ახალგაზრდაა, ვინც „სარბიელის“ პრიზს იმსახურებდა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი - ბევრი კარგი ახალგაზრდაა, ვინც „სარბიელის“ პრიზს იმსახურებდა #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილმა კომენტარი გააკეთა „სარბიელის“ გამოკითხვაზე, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობდნენ და 2022-2023 წლების სეზონის საქართველოს ნაკრების საუკეთესო დებიუტანტად დაასახელეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „სარბიელს“ და ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს. ეს აღიარება ძალიან მახარებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, ვინც ამ პრიზს იმსახურებდა.

მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარი დამიჭირეს. ეს პრიზი მახარებს და მოტივაციას მაძლევს, რომ შემდეგში უფრო და უფრო მეტი გავაკეთო და გავახარო ქართველი გულშემატკივარი, რომელიც სულ გვერდში გვიდგას და გვამხნევებს“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტი 82-მა ჟურნალისტმა დაასახელა და საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ განაპირა მცველმა უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა. გიორგი გოჩოლეიშვილმა 76 ხმა მიიღო და გაასწრო ლუკა გაგნიძესა და გაბრიელ სიგუას (2-2 ქულა).

გაზეთ „სარბიელის“ რედაქციის ცნობით, გოჩოლეიშვილს ბრინჯაოს პრიზი (ხვედელიძის ფიგურა ფილმიდან „ფეოლა“) უახლოეს მომავალში გადაეცემა.