კიტეიშვილმა „შტურმში“ ისევ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
კიტეიშვილმა „შტურმში“ ისევ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ გასვლაზე „ლინცთან“ ქულა (1:1) მოიპოვა, იმის მიუხედავად, რომ 56-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა.

საუდის არაბეთის პროფლიგაში საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა „ალ-აჰდუდში“, რომელმაც „ალ-იტიფაქი“ შინ 1:0 დაამარცხა.

შვეიცარიის სუპერ ლიგის ტური გამოტოვა გაბრიელ სიგუამ, რადგან ორი მატჩით დისკვალიფიცირებული იყო. ქართველი ნახევარმცველის გუნდმა, „ბაზელმა“ გასვლაზე უშუალო კონკურენტთან, ბოლოადგილოსან „ლოზანასთან“ ქულა (1:1) მოიპოვა. სიგუა შემდეგ ტურში თამაშს შეძლებს.

ავსტრიის ბუნდესლიგაში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგს“ გასვლაზე გათამაშების ლიდერთან, „ზალცბურგთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ დიდთოვლობის გამო მატჩი გადაიდო.

უკრაინის პრემიერ ლიგაში ქართველების გუნდების დაპირისპირება შედგა – გიორგი გოჩოლეიშვილის და ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ ბექა ვაჩიბერაძის „მეტალისტი 1925“-მა 2:0 დაამარცხა – დონეცკელთა შემადგენლობაში ორივე ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ვაჩიბერაძე კი ხარკოველთა შორის არ ყოფილა.