გიორგი ღავთაძე - საქართველოს ნაკრები მზადაა, ევრო 2022-ზე პოტენციალი აჩვენოს #1TVSPORT
გიორგი ღავთაძე - საქართველოს ნაკრები მზადაა, ევრო 2022-ზე პოტენციალი აჩვენოს #1TVSPORT

გიორგი ღავთაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს.

ნიდერლანდებში ტურნირზე გამგზავრებამდე ბოლო ამხანაგური მატჩში, რომელშიც ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტაჯიკეთის ნაკრები 10:1 დაამარცხა, ერთი გოლი „სიბირიაკის“ ქართველმა შემტევმაღავთაძემ გაიტანა, რომელიც ბოლო დროს ეროვნულ გუნდში შედეგიანობით გამოირჩევა.

საქართველოს ფუსტალის ნაკრების ფეხბურთელმა გუნდის მზადებასა და მეტოქეებზე ისაუბრა.

„ძალიან სერიოზული მზადება გავიარეთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მივდივართ და რთული მეტოქეები გვეყოლება – აზერბაიჯანი, ბოსნია და ესპანეთი. ასეთი ძლიერი მეტოქეებისთვის საჭირო იყო კარგი მომზადება და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ“, – ამბობს გიორგი ღავთაძე.

საქართველოს ფუსტალის ნაკრების წევრის თქმით, ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრები სრულ მზადყოფნაშია.

„ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები მზად არის, ევროპის ჩემპიონატზე აჩვენოს, თუ რა შეუძლია“, – ამბობს ღავთაძე.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, რომელიც ნიდერლანდებში 19 იანვარს გაემგზავრება, ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გრონინგენში ჩაატარებს. პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებს 22 იანვარს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ექნება.

დატოვე კომენტარი