გიორგი ღავთაძე - საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერია, მათთან თამაში რთული იქნება #1TVSPORT
გიორგი ღავთაძე - საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერია, მათთან თამაში რთული იქნება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ნიკა ხარატიშვილმა და გიორგი ღავთაძემ საფრანგეთთან ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრამდე კომენტარები გააკეთეს, ფავორიტთან მოგების იმედი გამოთქვეს და პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება.

ნიკა ხარატიშვილი: „ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ამ შესარჩევ ციკლში მქონდა. ბედნიერი ვარ, რომ კოსოვოსთან რთულ მატჩში გოლი გავიტანე და სამი ქულა მოვიპოვეთ. პრიშტინაში გამარჯვებით პლეი ოფში გავედით და გუნდში კარგი განწყობაა. საფრანგეთთან რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და ახლაც ასე იქნება“.

გიორგი ღავთაძე: „საფრანგეთის ძალიან ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით, პირველი ადგილის დასაკავებლად ოთხბურთიანი სხვაობით მოგება გვჭირდება, რაც რთული იქნება. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენი გუნდის ხუთ მოთამაშეს ყვითელი ბარათი აქვს და საფრანგეთთან გაფრთხილების შემთხვევაში პლეი ოფის პირველ მატჩს გამოტოვებს. ამიტომ ოქროს შუალედი უნდა გამოვნახოთ, რომ ეს მატჩი კარგად ჩავატაროთ და გადამწყვეტ მატჩებს სრული შემადგენლობით შევხვდეთ“.

საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 16 აპრილს, 19:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.