გიორგი გელხაური - გური ამირხანაშვილმა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ. ამოიცნო
გიორგი გელხაური - გური ამირხანაშვილმა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ. ამოიცნო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გური ამირხანაშვილის მიერ ზ. ხ ამოცნობის პროცედურა დასრულდა. როგორც ზ. ხ – ს უფლებათდამცველმა გიორგი გელხაურმა აღნიშნა, მოწმემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამოიცნო, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში.

ადვოკატის ინფორმაციით, ზ.ხ და გური ამირხანაშვილი სამ ეპიზოდში გადაიკვეთნენ – პირველად ფერად შებობასთან, მეორედ „ქამრის“ მარკის ავტომობილში, ხოლო ბოლოჯერ მცხეთის პოლიციის განყოფილებაში.

“ჩატარდა ამოცნობის პროცედურა. ამირხანაშვილმა ამოიცნო ეს პირი და თქვა რომ ნანახი ჰყავს პოლიციაში, როდესაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ასევე, მანქანაში და ფერად შენობასთან. მან თქვა, რომ პირველი შეხვედრა იყო ფერად შენობასთან, სადაც მათ შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“, – განაცხადა გელხაურმა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული.