გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNTWO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას ულოცავს,- ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოცუალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებაა.
„ზურაბ პოლოლიკაშვილს ვულოცავ გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას. ეს საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებაა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართველთა მაღალი წარმომადგენლობა გლობალურ საკითხებში საქართველოს აქტიურ ჩართულობას ადასტურებს“,- აცხადებს გიორგი გახარია.
აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს გაერო-ს გენერალური ასამბლეა 2021 წლის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით დღეს აირჩიეს.
Congratulations to @pololikashvili on his re-election as the Secretary-General of the #UNWTO by Exec Com. This is a significant success for 🇬🇪. The increased number of Georgians in int’l organizations indicates 🇬🇪’s active involvement in global affairs.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 19, 2021