გიორგი გახარია - თბილისს, თბილისელებს ვუსურვებ მეტ სიმწვანეს, ისეთ სკვერებს, როგორიც კიკვიძის განახლებული პარკია
გიორგი გახარია - თბილისს, თბილისელებს ვუსურვებ მეტ სიმწვანეს, ისეთ სკვერებს, როგორიც კიკვიძის განახლებული პარკია

თბილისს, თბილისელებს ვუსურვებ მეტ სიმწვანეს, ისეთ სკვერებს, როგორიც კიკვიძის განახლებული პარკია, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კიკვიძის განახლებული პარკის გახსნისას განაცხადა.

„მართლა გულს უხარია, რასაც დღეს აქ ვხედავთ. ცოტათი, ოდნავ ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ 200 ადამიანზე, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისელები გვაპატიებენ ამას, რადგან დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება.

რა თქმა უნდა, თბილისში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რაღაც ისეთი გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და ჩვენს გარემოს არ მოსწონს, მაგრამ თბილისის მერია, თბილისის მერი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს; რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი, ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს. მინდა, გავიხსენო – სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გავხსენით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული „მზიურის“ პარკი, დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია, რომ ეს არ გავიხსენოთ.

ამიტომ, მინდა, თბილისს, თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული, ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ცხოვრება ყოველდღიური იყოს კომფორტული. მადლობა თბილისის მერიას, მადლობა მერს, საამაყო მერი გყავთ, წარმატებები და ყველგან გამარჯვებით ერთად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი დღეს გაიხსნა.