თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა [ფოტო]
თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა [ფოტო]

თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

კიკვიძის ბაღში შეკრებილებს მათ სიტყვით მიმართეს, რის შემდეგ კონცერტი იმართება.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებული შენობებსა და შადრევანს.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 500 000 ლარი გამოიყო.

დატოვე კომენტარი