გიორგი გახარია - საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში
გიორგი გახარია - საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში

საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ო’ბრაიენთან საუბრის შესახებ „ტვიტერში“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს.

„ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ოკუპაციის საკითხები განვიხილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო’ბრაიენთან.

საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში. ჩვენი ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.