გიორგი გახარია - საპატრულო პოლიცია შსს-ს სახეა
გიორგი გახარია - საპატრულო პოლიცია შსს-ს სახეა

საპატრულო პოლიცია ნამდვილად არის შსს სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფი და ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა, – თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საპატრულო პოლიცია შსს-ს სახეა, თუმცა ეს სახე უფრო თანამედროვე და რეფორმებზე ორიენტირებული უნდა გხდეს.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ დგომა და ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები. ძვირფასო პოლიციელებო, კოლეგებო, საპატრულო პოლიცია ნამდვილად არის  შსს სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფი და ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა, – თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს. მინდა ხაზგასმით აღვნიშვნო, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტი მოხდა გუშინ. თქვენ ხართ შსს-ს სახე, რამეთუ თქვენ ზრუნავთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ეს სახე უნდა იყოს თანამედროვე, ეს სახე უნდა იყოს რეფორმებზე ირიენტირებული, პრევენციაზე ორიენტირებული პოლიციის სახე. ამიტომ, თქვენთან ერთად  მომავალში ძალიან დიდი და სერიოზული გარდაქმნები გვაქვს, რამეთუ გავხდეთ კიდევ უფრო ეფექტურები და უფრო ახლოს მივიდეთ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ უმოკლეს ვადებში“, -აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა.