გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა
გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საპატრულო პოლიცია შსს-ს უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფია, რომელიც ყოველთვის იცავს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

„იმ საქმეში, რომელიც არის სამართლიანი, ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით“, – აღნიშნა გახარიამ თეიმურაზ კუპატაძის წარდგენისას.

თეიმურაზ კუპატაძეს საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს.  სხვადასხვა დროს იგი იყო საპატრულო პოლიციის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ამავე სამმართველოს ათეულის მეთაური. შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი. კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. თბილისის სახაზინო-საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაური, ამავე სამმართველოს ასეულის მეთაური. ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახაზინო საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი.

2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპრაძე იკავებდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.