გიორგი გახარია - როდესაც გვაქვს ძალადობის ფაქტი, არ უნდა ქონდეს არანაირი მნიშვნელობა, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი
გიორგი გახარია - როდესაც გვაქვს ძალადობის ფაქტი, არ უნდა ქონდეს არანაირი მნიშვნელობა, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი

როდესაც გვაქვს ძალადობის ფაქტი, არ უნდა ქონდეს არანაირი მნიშვნელობა, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ლევან თორიას პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ყველამ კადრებზე ვნახეთ და კიდე გასარკვევია პროვოკაციის ინიციატორი, ვინ და საიდან დაიწყო ეს პროვოკაცია. იქ არის ერთი მხარე, რომელიც არის დაკავებული, ბრალი აქვს წაყენებული ორ ადამიანს. აბსოლუტურად სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ფაქტზე სანდრა რულოვსის თანმხლებ პირს, ლევან თორიას ზუგდიდის სასამართლომ, 18 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით სამი ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან თორია პასუხისგებაში 17 მაისს მისცეს. მას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.