ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირებს გირაო შეუფარდეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ ორ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მამუკა ცირდავას გამოძიება ორი პირის – ზურაბ ცერცვაძისა და ლევან თორიას მიმართ ძალადობას ედავება. ლევან თორია კი, რომელიც ამ საქმეზე დაზარალებულია, თუმცა მომხდარის სხვა ეპიზოდზე პასუხისგებაშია მიცემული, ბრალს არ აღიარებს.

მისი განცხადებით, პროკურატურამ მის წინააღმდეგ დამონტაჟებული მასალა წარადგინა, რომელიც რეალობას არ ასახავს. სასამართლომ მასაც 3 000 ლარი დააკისრა. ლევან თორია ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტია, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს ინციდენტის დღეს დადიანების სასახლის ეზოში თან ახლდა და, როგორც თავად აცხადებს, მასთან ინტერვიუს წერდა.