გიორგი გახარია მურთაზ ზოდელავაზე - კოორდინატორმა მიხედოს თავის პარტიას, მე მივხედავ ჩემს ხალხს და ჩემს კუთხეს, ჩემს სამინისტროსაც
გიორგი გახარია მურთაზ ზოდელავაზე - კოორდინატორმა მიხედოს თავის პარტიას, მე მივხედავ ჩემს ხალხს და ჩემს კუთხეს, ჩემს სამინისტროსაც

კოორდინატორმა მიხედოს თავის პარტიას. მე მივხედავ ჩემს ხალხს და ჩემს კუთხეს, ჩემს სამინისტროსაც, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მურთაზ ზოდელავას განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

„საერთოდ არ არის მისი საქმე მე სად ვარ და რას ვაკეთებ. თუ რაიმე დამადასტურებელი აქვთ, ნება იბოძონ, წავიდნენ იქ სადაც კანონს შეესაბამება. ახლა ხომ ვარ სამეგრელოში, არჩევნები რომ დასრულდება, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები და რა დაპირებებსაც გავცემ, ყველას შევასრულებ.

ბატონმა კოორდინატორმა მიხედოს თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და ატაროს ბრიფინგები, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ ხობის რაიონში, რამდენჯერმე ნასამართლევი პირი გ.პ. მათ მხარდამჭერებსა და პარტიის ლიდერებს ატერორებს. ამასთან, აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ყოფილმა პოლიციელმა ფარულად ჩაწერა გ.პ.-ს მხრიდან პოლიციელზე ზეწოლა.