მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ რამდენჯერმე ნასამართლევი პირი ხობში მხარდამჭერებსა და პარტიის ლიდერებს ატერორებს
მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ რამდენჯერმე ნასამართლევი პირი ხობში მხარდამჭერებსა და პარტიის ლიდერებს ატერორებს

„ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ხობის რაიონში, რამდენჯერმე ნასამართლევი პირი გ.პ. მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებსა და პარტიის ლიდერებს ატერორებს.

ზოდელავას თქმით, ამ ფაქტის გამო მათ უკვე მიმართეს შსს-ს ხობის პოლიციის სამმართველოს, თუმცა როგორც ზოდელავა ამბობს, ეს პირი განაგრძობს მსგავს ქმედებებს ოპოზიციის მხარდამჭერთა მიმართ.

მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ერთ-ერთმა ყოფილმა პოლიციელმა ფარულად ჩაწერა გ.პ.-ს მხრიდან პოლიციელზე ზეწოლა. მისივე თქმით, ჩანაწერი ხვალ ხობის პოლიციაში იქნება წარდგენილი.