გიორგი გახარია მოძრაობა „არა ნაციზმს“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე - ამ საქმეს კონტროლზე ავიყვანთ, ჟურნალისტების უფლება ჩვენს ქვეყანაში სრულად დაცულია
გიორგი გახარია მოძრაობა „არა ნაციზმს“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე - ამ საქმეს კონტროლზე ავიყვანთ, ჟურნალისტების უფლება ჩვენს ქვეყანაში სრულად დაცულია

ჟურნალისტების უფლება ჩვენს ქვეყანაში არის სრულად დაცული და თავისუფლება აბსოლუტური, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე ჟურნალისტის კითხვას.

„ამ საქმეს ავიყვანთ კონტროლზე და ეს იქნება კიდევ ერთი პრეცედენტი, მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რამდენად და რა ხარისხის თავისუფლება აქვს მუშაობის დროს ჟურნალისტს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო.

„რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრებს პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.