„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო, – ამის შესახებ 1tv.ge-ის შსს-დან აცნობეს.

„შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო: 187-ე, 154-ე და 160-ე მუხლებით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

„რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.