გიორგი გახარია - „ფორბსი“​ აქცენტს ამახვილებს საქართველოს წარმატებაზე, რომელიც უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაში გამოიხატება
გიორგი გახარია - „ფორბსი“​ აქცენტს ამახვილებს საქართველოს წარმატებაზე, რომელიც უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაში გამოიხატება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს შესახებ ჟურნალ „ფორბსის“ სტატიას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, გამოცემა ახალ ნომერში აქცენტს ამახვილებს საქართველოს წარმატებაზე.

„ჟურნალი „ფორბსი“​ ახალ ნომერში აქცენტს ამახვილებს საქართველოს წარმატებაზე, რომელიც უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებაში და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაში გამოიხატება“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით, „პანდემიის მიუხედავად, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომა საქართველოში გაიმართა“. როგორც ავტორი წერს, შავიზღვისპირეთში, კავკასიის ქედებს შორის მოქცეულმა საქართველომ ახლახან, 15-17 სექტემბერს, უმასპინძლა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციას, რომელიც ჩატარდა COVID-19-თან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით. ეს გახლდათ ორგანიზაციის პირველი არავირტუალური ღონისძიება პანდემიის პირობებში. ორი კვირის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესია პირველად გაიმართა ვირტუალურ რეჟიმში. შესაბამისად, საქართველოს შერჩევა არა ვირტუალური, არამედ პირისპირ შეხვედრის ჩასატარებლად ორი მიზეზითაა საინტერესო.

დატოვე კომენტარი