გიორგი გახარია - დეტალურად ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით, მაგრამ არჩევნები ჩაივლის მშვიდად
გიორგი გახარია - დეტალურად ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით, მაგრამ არჩევნები ჩაივლის მშვიდად

დეტალურად ვიცი, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, არჩევნები ჩატარდება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ რა ჩანაწერებზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის, პროვოკაციების მოსამზადებლად. გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი აქვს. დეტალურად ვიცით, ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. მინდა აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გუშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა,  რომ სუს-ი აპირებს მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას.

დატოვე კომენტარი