ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სუს-ი გამოსაქვეყნებლად ამზადებს მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს, სადაც ზაზა სარალიძეზეც არის საუბარი
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სუს-ი გამოსაქვეყნებლად ამზადებს მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს, სადაც ზაზა სარალიძეზეც არის საუბარი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სუს-ი გამოსაქვეყნებლად ამზადებს მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ეს ჩანაწერი იქნება სხვადასხვა საუბრის კომბინაცია.

„დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პატარა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას, ვისთანაც მიმაჩნია, რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი საუბრობს ჩანაწერების შინაარსზე და ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ზაზა სარალიძე.

„დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების გინდა მიშასთან, გინდა სხვასთან. მათ შორის ის საკითხები, როგორ დავხმარებოდით მას აქციებში, მის გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს, რადგან ჩვენ გარდა დამხმარე არ ჰყავს არავინ ამ ქვეყანაში.  რაც უნდათ, ის გამოდონ, რაც უნდათ, ის მოიგონონ და დადგან,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.