გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ქვეყნის კეთილდღეობისკენ და არც ერთ შემთხვევაში არავის წინააღმდეგ
გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ქვეყნის კეთილდღეობისკენ და არც ერთ შემთხვევაში არავის წინააღმდეგ

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რუსეთის პრემიერმა განაცხადა: „ატომური ქვეყანა ვართ, ჩვენ შემოგარენში ნატო-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ“.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები პირველად არ კეთდება.

„ამის საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას. განსაკუთრებით ეს პოზიცია ჩვენთვის აშკარაა და ღიაა, მისაღებია და გასაგებია ყველა ნორმალური ადამიანისთვის. გორის რაიონიდან მაშინ რაც ხდება ატოცში, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისკენ და არც ერთ შემთხვევაში არავის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.