გიორგი გაჩეჩილაძე - ამაზრზენია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, რა ვქნათ, მათ მიერ მოკლული და დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ, რომ საზოგადოებას გავახსენოთ, რა აქვთ ჩადენილი?
გიორგი გაჩეჩილაძე - ამაზრზენია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, რა ვქნათ, მათ მიერ მოკლული და დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ, რომ საზოგადოებას გავახსენოთ, რა აქვთ ჩადენილი?

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხმდარ ინციდენტს  პარლამენტის ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე გამოეხმურა და მას ამაზრზენი უწოდა.

„ახლა რასაც ვიტყვი, არ ვიცი, ეს პროცედურას ეხება თუ არა, რადგან რაც ახლა აქ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ და აი ამ მჩხავანა ადამიანების მხრიდან, არის ამაზრზენი, გულის ამრევი. ჩვენ რა ვქნათ ახლა, აქ მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ, რომ გავახსენოთ საზოგადოებას, რეები აქვთ ჩადენილი? მე ახლა წესით იურა ვაზაგაშვილის სურათით უნდა მოვსულიყავი, ჩემი მეგობრის, რომელიც შვილის საფლავზე ააფეთქეს მაგათმა და დაპატიმრებული არის მაგათი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც ჩაიდინა ეს უბედურება. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, აღარ ვიცი პირდაპირ“,- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ, სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ემოციის გარეშე ვერ მიადევნებენ თვალს „საზოგაოდების მხარდაჭერის არმქონე ჯგუფების მხრიდან, ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას“.

„რა თქმა უნდა, ემოციის გარეშე ჩვენ ვერ მივადევნებთ თვალს ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ამ საზოგადოების მხარდაჭერის არმქონე ჯგუფების მხრიდან, თუმცა, ბატონო გია, ჩვენ ვართ პარლამენტში და ჩვენ მათ ისე არ უნდა ვუპასუხოთ, როგორც ისინი პასუხობდნენ ხალხს მთელი წლების განმავლობაში. საზოგადოება გამოუტანს პილიტიკურ განაჩენს პოლიტიკურ არჩევნებზე, ამიტომ ჩვენ გადავიდეთ საქმიან რეჟიმზე, თუმცა ყოველთვის გვაქვს მათთვის საპასუხო ძალიან ბევრი და ყოველთვის გავცემთ მათ საკადრის პასუხს, თუმცა აქ შეკრებილები ვართ უფრო საქმიანი ფორმატისთვის. პატივი ვცეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ კანდიდატს და მივცეთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს საკუთარი პოზიციები“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.