გიორგი გაბედავა - მადლობა ყველას, ვინც დამაფასა და საუკეთესოდ დამასახელა
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დამაფასა და საუკეთესოდ დამასახელა“ – განაცხადა გიორგი გაბედავამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტუმრობისას.
საჩხერის „ჩიხურას“ თავდამსხმელი ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 29 წლის ფეხბურთელს კუთვნილი პრიზი ფეხბურთის ფედერაციის ოფისში სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
„ჩიხურას“ თავდამსხმელმა კლუბის დღევანდელ ფორმაზე და მიზნებზეც ილაპარაკა:
„ევროთასებზე გამოსვლამ ჩვენ ფიზიკურ ფორმაზე იმოქმედა და ჩემპიონატში პოზიციები ცოტა დავთმეთ, თუმცა შანსს კიდევ ვინარჩუნებთ და ვეცდებით, ევროსაგზური კვლავ მოვიპოვოთ“ – ამბობს გაბედავა.
მესამე წრის საუკეთესო მოთამაშე გაბედავა ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას 16 გოლით ლიდეროპბს.