გიორგი გაბედავა საქართველოში დაბრუნდა და „რუსთავში“ ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი გაბედავა საქართველოში დაბრუნდა და „რუსთავში“ ითამაშებს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ გიორგი გაბედავა შეუერთდა. გამოცდილი თავდამსხმელი გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გაბედავა გასულ სეზონში ისრაელის „ჰაპოელ აკოში“ თამაშობდა, მაგრამ ისრაელში მიმდინარე საომარი ვითარების შემდეგ ქვეყანა დატოვა და მას შემდეგ უკლუბოდ იყო.

34 წლის ფეხბურთელს კარიერაში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. გაბედავას პირველი კლუბი ზუგდიდის „მგლები“ იყო, ასევე თამაშობდა რუსთავის „ოლიმპში“, „გაგრაში“, „ილიჩევეცში“ (უკრაინა), „ზუგდიდში“, საჩხერის „ჩიხურაში“, „სამტრედიაში“, ბათუმის „დინამოში“, „ზაგლებიეში“ (პოლონეთი), „საბურთალოში“, „დინამო თბილისში“, აკრეს „ჰაპოელში“ (ისრაელი), იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

2018 წელს საჩხერის „ჩიხურაში“ ყოფნის დროს, ბუდუ ზივზივაძესთან ერთად, ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამავე წელს იგი დასახელდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

დაბრუნების შემდეგ გიორგი გაბედავამ რუსთველთა შემადგენლობა ორი მატჩი ჩაატარა და ბოლო ტურში, ხობის „კოლხეთთან“ მოგებულ (1:0) შეხვედრაში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.