გიორგი გაბედავა - „კლაკსვიკთან“ რთული შეხვედრა გველის
გიორგი გაბედავა - „კლაკსვიკთან“ რთული შეხვედრა გველის

„დინამო თბილისი“ ფარერის კუნძულებზეა და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ ქვეყნის ჩემპიონ „კლაკსვიკთან“ შეხვედრისთვის მზადება დაასრულა.

დინამოელებმა ტორშვოლურის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში ძლიერი წვიმის თანხლებით ჩაატარეს. გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ კომენტარი გააკეთა მოახლოებულ მატჩზე, რომელიც დღეს 24 სექტემბერს გაიმართება.

„რთული შეხვედრა იქნება იქიდან გამომდინარე, რომ გასვლაზე ვთამაშობთ. გარდა ამისა, მატჩი ხელოვნურ საფარზე ჩატარდება, რასაც მიუჩვევლები ვართ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გუნდში კარგი განწყობაა, კარგად დავისვენეთ, კარგად მოვემზადეთ და ვფიქრობ, მატჩი ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულდება,“ – ამბობს გიორგი გაბედავა.

გამოცდილმა თავდამსხმელმა მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოხატა:

„ჩვენი მეტოქე „კლაკსვიკი“ ორგანიზებული გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ფარერის ჩემპიონატი დაბალი დონის ლიგად ითვლება, მიმაჩნია, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. მეტოქეს ძალიან კარგი ლეგიონერები ჰყავს და რთული შეხვედრა გველოდება“.

გაბედავამ გუნდის მზადყოფნაზეც ილაპარაკა:

„კარგად ვართ მომზადებულები. უელსში გამარჯვების შემდეგ ჩვენი ძალების ვირწმუნეთ. ვფიქრობ, მოსაგებად ყველა მაქსიმუმს გაიღებს“.

უეფას ევროპალიგის შეხვედრა „კლაკსვიკსა“ და „დინამოს“ შორის 24 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟს გულშემატკივარი საქართველოს პირველი არხის ვებ და ფეისბუქის გვერდებზე იხილავს.