„დინამო თბილისი“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა - ორი მათგანი ლეგიონერია, ბელარუს მეკარეს არც უთამაშია #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა - ორი მათგანი ლეგიონერია, ბელარუს მეკარეს არც უთამაშია #1TVSPORT

გიორგი გაბედავას, ანტონ ჩიჩკანს და გოდფრი სტეფენ ბიტოკს „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი ამოეწურათ და გუნდი დატოვეს – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისი სამმა ფეხბურთელმა დატოვა – გიორგი გაბედავას, ანტონ ჩიჩკანს და გოდფრი სტეფენ ბიტოკს არსებული კონტრაქტი ამოეწურათ. სამივემ „დინამო თბილისთან“ ერთად 2022 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩვენი კლუბი თითოეულ მათგანს მადლობას უხდის დინამოში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის განცახდებაში.

გიორგი გაბედავა თბილისურ კლუბში 2020 წელს ჩაირიცხა და ამ პერიოდის განმავლობაში 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 23 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

გოდფრი სტეფენ ბიტოკი „დინამო თბილისს“ 2022 წლის სეზონის დასაწყისში იჯარის წესით შეუერთდა. ნიგერიელმა მცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 14 შეხვედრა ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ერთადერთი ანტონ ჩიჩკანია, რომელსაც „დინამოს“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს. ბელარუსი მეკარე თბილისურ კლუბს 2022 წლის სეზონის დასკვნით ნაწილში შეუერთდა, მაგრამ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.