ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-15 ტური იმერული გუნდების დაპირისპირებით დასრულდა.ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე საჩხერეს “ჩიხურამ” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა და დაამარცხა.
საქართველოს თასის მფლობელისა და მოქმედი ჩემპიონის შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. საჩხერეს “ჩიხურამ” შედეგიანი შეტევა მე-40 წუთზე განახორციელა, რომელიც ზუსტი დარტყმით გიორგი გაბედავამ დააგვირგვინა 1:0.
გაბედავას ცხრა გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში გორის „დილას“ თავდამსმხელებს, ლეანდრო რიბეიროსა და მიკოლა კოვტალიუკს გადაასწრო. მოგების მიუხედავად, „ჩიხურა“ 15 ტურის შემდეგ ისევ მეოთხე ადგილზე დარჩა, მაგრამ „ტორპედოსთან“ უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა.