გიორგი ჭიაბრიშვილი - ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან გამარჯვების შანსი აქვს #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან გამარჯვების შანსი აქვს #1TVSPORT

გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების შანსებზე ისაუბრა. „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ „ჯვაროსნებს“ ნორვეგიასთან მოგება შეუძლიათ.

„ყველა ციკლის დაწყებამდე პოზიტიურად ვარ განწყობილი. მაიმედებს ისიც, რომ ფეხბურთელების უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა აქვს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი წინ უნდა იყოს წამოწეული. ჩვენ რომ ხვიჩას თამაშზე ვართ დამოკიდებული, ეს 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონისთან (ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი) წაგების დროსაც გამოჩნდა, როდესაც მან ვერ ითამაშა.

რა ვქნათ, ასეთი რეალობა გვაქვს. არგენტინის ნაკრებია მესის ფაქტორზე დამოკიდებული და ჩვენი ამბავიც გასაკვირი არაა. მთავარია, ყველა ჯანმრთელად იყოს და კვარაცხელია საუკეთესო ფორმაში გვყავდეს. ამ მატჩებს თუ კარგ ფორმაში შევხვდებით, გუნდს კი ხვიჩა ულიდერებს, წარმატების ბევრად მეტი შანსი გვექნება, ვიდრე წინა წლებში.

ხვიჩას ფაქტორი ნაკრებს თავდაჯერებას მატებს. როდესაც ასეთი თანაგუნდელი გყავს, იმედი გაქვს, რომ მოედანზე რაღაცას შექმნის, მისგან ყველაფერია მოსლოდნელი.

ჰალანდის ნორვეგია ძლიერია, მაგრამ შვედეთსაც ჰყავდა იბრაჰიმოვიჩი და მოვუგეთ. მგონია, რომ უპირატესობა მაინც ჩვენ გვაქვს. ჰალანდი ცენტრალური თავდამსხმელია და ბურთი მასთან უნდა მივიდეს. ჩვენ კი გვყავს კვარაცხელია, რომელიც ბურთით უფრო ხშირად არის. ჩვენ თუ ორგანიზებას გავუკეთებთ, რომ ჰალანდთან ბურთი ნაკლებად მივიდეს, ეს საქმეს გაგვიადვილებს. ჩემი აზრით, ნორვეგიასთან გამარჯვების შანსი გვავს“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.