გიორგი ჭიაბრიშვილმა „ვიტორულთან“ მატჩზე, თურქულ შეკრებასა და ახალწვეულზე ილაპარაკა. „საბურთალომ“ სეზონის პირველი შეხვედრა რუმინულ კლუბთან მოგებით (2:1) დაიწყო, რაც მთავარ მწვრთნელს აიმედებს.
„რუმინულ „ვიტორულთან“ შეხვედრაში გუნდის თამაში მომეწონა და დადებითად შევაფასებ – სეზონის შემდეგ პირველად ვითამაშეთ. ბევრი ხარვეზი იყო, მაგრამ ეს მოსალოდნელიც გახლდათ. მნიშვნელოვანია, რომ ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და დავალებები შეასრულეს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ“, – ამბობს ჭიაბრიშვილი.
საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გიორგი თევზაძის ტრანსფერზეც გააკეთა, რომელიც გუნდს ახლახანს გუნდს სლოვაკური „ჟილინადან“ დაუბრუნდა – „ჩვენ „საბურთალოს“ ფეხბურთელებს ყურადღებას მაშინაც ვაქცევთ, როდესაც ისინი კლუბიდან მიდიან. თევზაძის კლუბში დაბრუნება კი ძალიან მახარებს, რადგან ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და მიმაჩნია, რომ თევზაძის ტრანსფერით გავძლიერდით“.