„ეს პრიზი მე მივიღე, მაგრამ მთლიანად „საბურთალოს“ ეკუთვნის“, – ეს სიტყვები გიორგი ჭიაბრიშვილმა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოვების ცერემონიაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონის, „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი ეროვნული ლიგის 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
გიორგი ჭიაბრიშვილი აღიარებას გუნდის დამსახურებად მიიჩნევს:
„ჩემმა კლუბმა წარმატებული სეზონი ჩაატარა. მადლობა ფეხბურთეელბსა და ხელმძღვანელებს, რადგან ჩვენი ჩემპიონობა მათი დამსახურებაა. დღეს ჯილდო მე მივიღე, როგორც წლის საუკეთესო მწვრთნელმა. მაგრამ მხოლდო მწვრთნელი ვერაფერს იზამს, თუ საუკეთესო გუნდი არ ჰყავს. მე კი სწორედ საუკეთესო გუნდი მყავდა და ეს მეამაყება“.