გიორგი ცეცაძე - უკრაინას მალე ახალი შევჩენკო ან რებროვი ეყოლება
გიორგი ცეცაძე - უკრაინას მალე ახალი შევჩენკო ან რებროვი ეყოლება

„ლვოვის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ არ გამორიცხა, რომ უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში „მარიუპოლს“ სარეზერვო გუნდით დაუპირისპირდეს.

„სარეზერვო გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან. ისინი ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ და შეიძლება, შემდეგ მატჩში ბევრი მათგანი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ უკრაინაში ბევრი მოთამაშეა, რომელთაც თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. უახლოეს წლებში, შესაძლოა, ახალი შევჩენკო ან რებროვი გამოჩნდეს. მე ამ ფეხბურთელებში პოტენციალს ვხედავ“ – ამბობს გია ცეცაძე.

„ლვოვმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმზრვანელობით ოთხი მატჩი ჩაატარა და ჯერ თამაში არ მოუგია. ფრედ ითამაშეს „კარპატისთან“ (1:1) და „ვორსკლასთან“ (2:2), ხოლო დამარცხდნენ „დნიპრო-1“-თან (2:3) და დონეცკის „ოლიმპიკთან“ (1:5). თუმცა, გუნდის ბოლო მატჩების შეფასებისას, ცეცაძემ ყურადრება დადებით მომენტებზე გაამახვილა.

„შევეცდებით, გამოვასწოროთ შეცდომები და ბოლო მატჩი მოვიგოთ. არცერთი მატჩი ისე არ წაგვიგია, რომ მეტოქეს აშკარა უპირატესობა ჰქონოდა. უბრალოდ, მოგება ვერ შევძელით, რადგან მომენტებს ვერ ვიყენებთ“ – თქვა ცეცაძემ.