გიორგი ბარამიძე - სააკაშვილთან მიმართებით არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს, ვინც იყვნენ ბრალდებული, დააპატიმრა ჩვენმა ხელისუფლებამ და ისხდნენ ციხეში
გიორგი ბარამიძე - სააკაშვილთან მიმართებით არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს, ვინც იყვნენ ბრალდებული, დააპატიმრა ჩვენმა ხელისუფლებამ და ისხდნენ ციხეში

სააკაშვილთან მიმართებით რა თქმა უნდა, არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს. გირგვლიანის საქმეში ვინც იყვნენ ბრალდებული, ისინი დააპატიმრა ჩვენმა ხელისუფლებამ და ისხდნენ ციხეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ ნუგზარ წიკლაურის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც წიკლაური ამბობს, რომ გირგვლიანის საქმე ბუნებაში არ არსებობს, რადგან შეწყალებაზე სააკაშვილის გადაწყვეტილება ეხებოდა პირთა ფართო წრეს, რომელშიც იყვნენ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ადამიანებიც.

„მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, გირგვლიანის საქმეში მყოფი ადამიანები, სხვა, 400 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად რატომ შეიწყალეო. ანუ საქართველოს პრეზიდენტს ედავებიან, რატომ გაბედე და ვინმე რატო შეიწყალეო. „ქოცებს“ მივმართავ,  ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი რომ ორ დღეში შეიწყალა და ბავშვის გამაუპატიურებელი, ნარკოტიკების გამავრცელებლები, იმაზე რატო არ იღებთ ხმას. იმას შეუძლია გაათავისუფლოს პოლიციელის მკვლელი, შეიწყალოს და მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლო 400 სამხედრო მოსამსახურე შეეწყალებინა, გაენახევრებინა სასჯელი და მათ შორის მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მისმა ხელისუფლებამ დაიჭირა, გაასამართლა და ციხეში ჩასვა. აბსოლუტურად ამორალური, ორმაგი სტანდარტის ლოგიკით ხელმძღვანელობს. ამისთვის აქვს მისჯილი მიხეილ სააკაშვილს, როგორ გაბედე და ვინმე შეიწყალეო. ამნისტიაში სახელი და გვარები არ იწერება, ამნისტია იწერება ზოგადად და  უმეტესობა, ვისი შეწყალებაც საჭირო იყო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და მათ შორის რამდენიმე მოხვდა, ვინც პოლიტიკურად მომგებიანი შეიძლება არც ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილისთვის, ამის გამო პრეზიდენტის გასამართლება არის ველურობა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.