გიორგი ბარამიძე - პროტესტი დაწყებულია, ბრძოლა გაგრძელდება მშვიდობიანად, ხელისუფლების შეცვლამდე
გიორგი ბარამიძე - პროტესტი დაწყებულია, ბრძოლა გაგრძელდება მშვიდობიანად, ხელისუფლების შეცვლამდე

ჩვენი სამომავლო გეგმა იყო, არის და იქნება მშვიდობიანი მოქმედებები, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

ჩვენი მოქმედების გეგმა დიდი ხანია განსაზღვრულია და არის მშვიდობიანი. თუ ისეთი მამაძაღლობა არ მოაწყეს, როგორც დღეს იყო, ელემენტარულად იმის საშუალებას არ გვაძლევდნენ, თელავამდე ჩავსულიყავით.

აღარ იყო ლაპარაკი სად, რომელ ლოკაციაზე გვექნებოდა საშუალება მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისა. ბუნებრივია, არავინ არანაირ შეხებაში არ აპირებს მოვიდეს სამართალდამცავ ორგანოებთან. ჩვენ არ გვჭირდება ზედმეტი ძალის გამოყენება. ყველაზე დიდი ძალა არის ხალხის ერთიანობა, რომელმაც ძალიან კარგად დაინახა არჩევნები როგორ ჩაატარა ბანდიტმა ივანიშვილმა და დღეს როგორი თავისმომჭრელი მოქმედებები განახორციელა.

ჩვენი სამომავლო გეგმა იყო, არის და იქნება მშვიდობიანი მოქმედებები. მშვიდობიანად ეს შეიძლება იყოს თბილისი, ბათუმი, ქუთაისი. იქნება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახით, სხვადასხვა დროს მშვიდობიანი აქციები, სადაც გამოიხატება ჩვენი პროტესტი ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ.

ჩვენი ბრძოლა დაწყებულია, მშვიდობიანი პროტესტი დაწყებულია და ეს ბრძოლა იქნება უფრო ინტენსიური, გაგრძელდება მშვიდობიანად ამ ხელისუფლების შეცვლამდე“,- განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, გიორგი ბარამიძემ შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა.

,,ეს იყო უტიფარი განცხადება. მისი მუქარის არავის არ ეშინია. ვინც უნდა ის დაიჭიროს. ხალხს ვერაფერს ვერ უზამს, ჩვენ თუ გვინდა დაგვიჭირონ. ნამდვილად მრცხვენია იმის, რა დღეშიც ჩააგდეს პოლიცია. უკანონო დავალებებს ასრულებინებდნენ. როცა იქ ვიყავი, მათ თვალებში ვხედავდი როგორ წუხდნენ“,- განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.