გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს
გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს

გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. ამ დროისთვის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრთა ნაწილი, მხარდამჭერებთან ერთად ამაღამ რუსთაველის გამზირზე დარჩება.

„ჩვენ დღევანდელ მოვლენებს ვაპროტესტებთ, შესაბამისად, არ ვაპირებთ, რომ დავიშალოთ და პროტესტის ნიშნად აქ ღამესაც გავათენებთ. რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებს, გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ თავად გააკეთებს განცხადებას“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

რუთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.