გიორგი ბარამიძე - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ რიგებში შევიდნენ
გიორგი ბარამიძე - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ რიგებში შევიდნენ

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ რიგებში შევიდნენ, – ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„ბოლო პერიოდია, თვალს ვადევნებთ ამ ორი ადამიანის წვალებას, რომ რამენაირად საბაბი მოეძებნათ და პარლამენტში შესულიყვნენ. როგორც ჩანს, ეს იყო მათთვის მთავარი და არა პრინციპების ერთგულება. ესაა აბსოლუტურად გაუმართლებელი ქმედება. ისინი ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ რიგებში შევიდნენ.

პროცესები, რასაც თვალს ვადევნებთ, „ქართული ოცნების“ თამაშია, რომ გაყალბებით, ძალადობითა და ყოველგვარი დარღვევებით მიღებულ ე.წ. პარლამენტს როგორმე ლეგიტიმაცია შესძინონ. თუმცა, ამას ვერ შეძლებენ, რადგან ის ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პრინციპულობას შეინარჩუნებენ.

დარწმუნებული ვარ, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები შეინარჩუნებენ პრინციპულობას და ყველანი ერთად გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რაც აუცილებლად მოგვიტანს ვადამდელ არჩევნებს“, – განაცხადა ბარამიძემ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.